ჩვენ შესახებ

კომპანია სოფტგენი შეიქმნა 2008 წელს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლებით, რომლებიც ზრუნავენ მის მუდმივ განვითარებაზე და უფრო ინოვაციურს ხდიან მას. 2009 წელს კომპანიამ შეიმუშავა ორი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც დღემდე წარმატებით მუშაობს საქართველოს მრავალ კომპანიაში. ჩვენი მისიაა, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა მისაწვდომ ფასში, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს მეტ სარგებელს მოუტანს და უფრო უშეცდომოს და კომფორტულს გახდის მუშაობის პროცესს. ჩვენ თავს მოვიაზრებთ თქვენს ტექნოლოგიურ პარტნიორად და ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა. "სოფტგენ ჯგუფის" კონცეფციის არსი მდგომარეობს მუდმივ ზრდასა და განვითარებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, კომპანიის პერსონალის უწყვეტ პროფესიონალურ სრულყოფას გულისხმობს.

"სოფტგენ ჯგუფი" - ეს არის უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რომ საქართველოში ფუნქციონირებად საკრედიტო სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ბიზნეს ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანერგვითა და მხარდაჭერით, უკეთესი სამუშაო გარემო შეუქმნან.

"სოფტგენ ჯგუფი" ის გუნდია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე.