• AML
    • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა. "სოფტგენი" წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მომწოდებლის - Accuity სიების (Terrorists, Sanctions & PEP …) დისტრიბუტორს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე მისაღებ საფასო პირობებში AML პოლიტიკის იპმლემენტაციას სხვადასხვა არქიტექტურული მოდელით;
    • AML პოლიტიკის იმპლემენტაცია გულისხმობს სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა-რეალიზაციას, აგრეთვე შიდა ბიზნეს-საოპერაციო წესებისა და პროცედურების, კონტროლისა და სხვა კომპონენტების მოდერნიზაციას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
    • დამკვეთის ბიზნეს-პროცესების გეფ-ანალიზის საფუძველზე, მეთოდოლოგიური დახმარება შესატყვისი AML პოლიტიკის შემუშავების მიზნით;
    • შემდგომი თანამდევი რეპორტინგი და სტატისტიკა, როგორც შიდა აუდიტისათვის, ასევე სააღრიცხვო ფორმების გენერირებისათვის (ყოველთვიური ანგარიშგება, ოფფსაიტ მატრიცა და ა.შ.).
    • "სოფტგენის" ინფრასტრუქტურაში არსებული ყოველდღიურად განახლებადი Global Watch Lists (Terrorists, Sanctions & PEP …) სიების მიმართ შესამოწმებელ პირთა ავტომატური სკრინინგის პროცედურის განხორციელებისათვის, ვებ-სერვისის მომზადება და დამკვეთისათვის მიწოდება მის პროგრამულ უზრუნველყოფაში შემდგომი ინტეგრაციისათვის;
    • Global Watch Lists (Terrorists, Sanctions & PEP …) სიების დამკვეთის მონაცემთა ბაზაში ინტეგრაცია (დამვეთის მიერ სიების შეძენის შემთხვევაში) და ავტომატური განახლებების უზრუნველყოფა დადგენილი ინტერვალის მიხედვით.

რატომ ჩვენ

ჩვენმა კლიენტებმა კომპანია „სოფტგენი“ მრავალი მიზეზის გამო შეარჩიეს. მათ შორის ყველაზე მთავარი არის საიმედოობა, უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები, მუდმივი განახლებები და მხარდაჭერა.

სწრაფი შედეგები

ჩვენ ვმოქმედებთ სწრაფად და ეფექტურად საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

მძლავრი პროგრამა

ჩვენი გუნდი გთავაზობთ მძლავრ, მრავალფეროვან და დაცულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

ფულის დაზოგვა

ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურების პაკეტები ანალოგიურ პროგრამებთან და სერვისებთან მიმართებაში გაცილებით იაფი და მომგებიანია.

ეფექტური მხარდაჭერა

თანამშრომლობის პერიოდში მყისიერი სატელეფონო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა.

ინოვაციური ტექნოლოგიები

ჩვენი პროგრამისტები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.

მარტივად გამოყენებადი

ჩვენი აპლიკაციები და პროგრამები მაქსიმალურად მორგებულია მომხამრებელზე და მარტივია მისი გამოყენება.