"კომპანია სოფტგენის მხარდაჭერით 25 ნოემბერს ტარდება პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის პირადი პირველობა. წელს ეს ოლიმპიადა ტარდება დისტანციურ რეჟიმში. განრიგი შემდეგია:
როგორც გასულ წლებში, ოლიმპიადა ჩატარდება ICPC წესებით, ანუ იმავე წესებით, რა წესებითაც ტარდება პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატები.
შეგახსენებთ, რომ ამოცანების ამოხსნა შესაძლებელი იქნება დაპროგრამების შემდეგ ენებზე: C/C++, Java, Python.
რადგან სტუ-ს აქვს რუსული სექტორი, ამიტომ პირადი პირველობის ამოცანების პირობები იქნება როგორც ქართულად, ასევე რუსულად.
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგი ბმულიდან:https://bit.ly/2UQcfSQ
ოლიმპიადაში შეუძლია მონაწილეობა სტუ-ს ყველა საფეხურის სტუდენტს. ამავე ოლიმპიადაში კონკურს გარეშე შეიძლება მიიღოს მონაწილეობა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა. რეგისტრაცია დასრულდება ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, 12:00-ზე. ოლიმპიადის მოთხოვნების უკეთ წარმოდგენისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლო რამდენიმე წლის პირადი პირველობის ამოცანებს და აქედან ზოგიერთი სეზონის ამოცანათა ამოხსნებს. რაც შეეხება 2013 წლის ოლიმპიადას, მისი ამოცანების ამოხსნა მსურველებმა 24-საათიან რეჟიმში შეიძლება მოსინჯონ ბმულიდან:
https://www.e-olymp.com/en/contests/2573
e-olymp.com-ზე რეგიტრაციის შემდეგ.
Problems_STU_Personal_2017_Geo