პროგრამა Pawn Expert წარმოადგენს ლომბარდის მართვის ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს ლომბარდში არსებული, როგორც ფინანსური სახსრები, ასევე უზრუნველყოფის ნივთები. პროგრამა არის მარტივად აღქმადი, აქვს მრავალი ფუნქცია და ასევე აქვს კონფიგურაციის საშუალება, იმისთვის რომ სრულად დააკმაყოფილოს თქვენი ლომბარდის ბიზნეს ფუნქციონალური მოთხოვნები. პროგრამაში რეალიზებულია აუცილებელი ავტომატური საბუღალტრო გატარებები და შესაბამისი საბუღალტრო ანგარიშგება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ლომბარდის ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებს...
გაიგეთ მეტიპროგრამა Loan Expert წარმოადგენს ნებისმიერი ფინანსური დაწესებულების (მიკროსაფინანსო, ლომბარდი, საკრედიტო კავშირი და ა.შ.) ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც შექმნილია პროგრამირების უახლესი ტექნოლოგიისა და ერთ-ერთი მძლავრი მონაცემთა ბაზის გამოყენებით. პროგრამა თავსებადია ნებისმიერი ოპერაციული სისტემისა და მოწყობილობისათვის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)...
გაიგეთ მეტი"სოფტგენი" წარმოადგენს მსოფლიოს 2 უმსხვილესი მომწოდებლის - LexisNexis და Dowjones-ის სიების (Terrorists, Sanctions & PEP …) დისტრიბუტორს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე მისაღებ საფასო პირობებში AML პოლიტიკის იპმლემენტაციას სხვადასხვა არქიტექტურული მოდელით...
გაიგეთ მეტიკომპანია სოფტგენმა 10-ზე მეტ ტექდათვალიერების ცენტრში დანერგა პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით. პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა არსებული და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია PTI მულტიპლატფორმული სისტემაა და ადაპტიპრებულია ყველა სახის მოწყობილობაზე და მწარმოებელზე პროგრამას გააჩნია 20-მდე მოდული, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემაში ყველა სახის საჭირო ინფორმაციის ასახვას პროგრამა შესაძლებელია დანერგილ იქნას ექსკლუზიურად დამკვეთის მოთხოვნების და საჭიროებების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების უზრუნველსაყოფად, კომპანია SOFTGEN-ის მიერ შექმნილია პროგრამა, რომელიც პროფილურ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს აწარმოონ კომუნიკაციის ამსახველი / დამადასტურებელი დოკუმენტაციის რეესტრი და ჩანაწერების ციფრული არქივი. VOEX-ის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის აუდიო ჩაწერა - როგორც სატელეფონო, ასევე, ოპერატორის სამუშაო მაგიდასთან (სპეციალიზებული დესკტოპ აპლიკაცია client-ის გამოყენებით).
ელექტრონული ტესტირების მრავალფუნქციური მოდული შექმნილია როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო, ასევე არაპროფილური ორგანიზაცების საჭიროებებისათვის - საკვალიფიკაციო, საატესტაციო თუ სხვა ნებისმიერი სახის გამოცდების უსაფრთხოდ და კვალიფიციურად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
მანქანის სანომრე ნიშნების იდენტიფიკაცია - ამ სისტემით ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორს. გავითვალისწინოთ და დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც გულისხმობს თუნდაც საცხოვრებელ კორპუსში მანქანის შლაგბაუმზე უკონტაქტო შესვლა/გასვლას, სანომრე ნიშნის იდენტიფიცირების მიხედვით ყოველგვარი პულტის გარეშე.
HR competence and goals - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა HR 360 გამოკითხვის ჩატარების საშუალებას. მოდულის მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი შეფასებული იქნას, როგორც ხელმძღვანელების, ასევე, კოლეგებისა და დაქვემდებარებული პირების მიერ, ფარულ რეჟიმში.
რომლის მეშვეობითაც ხორციელდება: პერსონალის სრული მართვა-მენეჯმენტი: დანიშვნა, გათავისუფლება, გადაადგილება, წახალისება და სხვა; შვებულების (მათ შორის, დეკრეტული), მივლინების და ა.შ. აღრიცხვა თითოეულ თანამშრომელზე; დარიცხული ხელფასის დათვლა რეალურად ნამუშევარი საათების მიხედვით. ასევე, ზეგანაკვეთური და დასვენების დღეებში გამომუშავებული საათების აღრიცხვა, რისი ადმინისტრირებაც წარმოებს ინტერფეისიდან.
საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა - პროექტის ფარგლებში შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა განკუთვნილია ორგანიზაციებისათვის, რომელთა დოკუმენტბრუნვის პროცესში მრავალი სახის სამსახურებრივი დოკუმენტაცია (საგანმკარგულებლო, საკორესპონდენციო, ოქმი, აქტი...) წარმოიქმნება. სისტემა წარმოადგენს მოქნილ, თანამედროვე და სრულყოფილ პროგრამულ პროდუქტს და იძლევა დავალებების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას (შექმნა, განაწილება, ვიზირება, ავტორიზაცია, განახლებადი სტატუსი პროცესის ყველა ეტაპზე, შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი).
gardis - წარმოების ინდუსტრიალიზაციის თანამედროვე ხარისხი გულისხმობს სამრეწველო პროცესების დიდი ნაწილის ავტომატიზაციას, რაც თავის მხრივ იწვევს აპარატურული რესურსის მიმდინარე მომსახურების მართვის სისტემების შექმნის აუცილებლობასაც. ზემოაღნიშნული განაპირობებს მანქანა-დანადგარებისა და სამრეწველო კომპლექსების მდგრად და გამართულ ფუნქციონირებასა და ცვეთა-ამორტიზაციის პროცესების ოპტიმიზაციას, ჯამურ შედეგად კი - გაზრდილ პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებისათვის საჭირო დანახარჯების მინიმიზაციას.
კომპანია სოფტგენი მუდამ ფეხდაფეხ მიყვება ქვეყანაში განხორციელებულ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებს და უმოკლეს ვადებში ახდენს მათ იმპლემენტირებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში. მორიგი სოფტი, რომელიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციის შესაბამისად, არის თანამშრომლების აღრიცხვის მოდული. ნებისმიერი კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია აწარმოოს თანამშრომლების აღრიცხვის სქემა. აღნიშნული მოდული რომელიც შექმნა სოფტგენმა ითვლის თანამშრომლების სამსახურში მისვლა-წასვლის დროს. აფიქსირებს მათ სამუშაო ადგილზე გამოცხადებას და მუშაობის დასრულებას. ეს მოდული ეხმარება კომპანიებს დაიცვან შრომის კოდექსში დაშვებული რეკომენდირებული სამუშაო საათები, ანუ პროგრამა აღრიცხავს თანამშრომლების ფუნქციონალობას.
კომპანია სოფტგენის მიერ შექმნილი სისტემით დამკვეთი ორგანიზაცია თავიდან აიცილებს არასასურველი სუბიექტების მიერ ონლაინ რეგისტრაციას, სისტემა ერთის მხრივ ლაივ რეჟიმში იღებს მომხმარებლის ვიდეო გამოსახულებას, მეორეს მხრივ ითხოვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთავსებას კამერის წინ და ლაივ რეჟიმში ახდენს ამ ორი გამოსახულების ანალიზს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით. ამ ტიპით მომხმარებლის იდენტიფიცირება, გამორჩევა დარგში ერთ-ერთი ყველა მაღალი სანდოობის ხარისხით.
Kinder Bubu - არის საბავშვო ლიტერატურული საიტი, რომელიც არის უნიკალური და ორიგინალური თავისი ფუნქციონალით. ფუნქციონალი საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას, დაასურათოს და გახადოს ზღაპრის გმირად თავისი შვილი ან საჩუქრის ადრესატი.
მიკროსაფინანსო და სალომბარდე სფეროს მომხმარებლებს საგადახდო სისტემა easypay სთავაზობს ელექტრონულ საფულეს, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიხადონ მიკროსაფინანსო და ლომბარდის გადახდები, აითვისონ თანხა ლომბარდებიდან, ისარგებლონ სხადასხვა საფინანსო და კომუნალური მომსახურებით, მიიღონ საერთაშორისო გადარიცხვები სახლიდან გაუსვლელად და გაანაღდონ თანხა ქვეყნის მასშტაბით 500-მდე ობიექტში.
Evex - არის საქართველოში უმსხვილესი ჰოსპიტალების და კლინიკების ქსელი. Evex Performance - არის პროგრამული უზრუნველყოფა სადაც გაწერილია ყველა თანამშრომლის როლი პოზიციის მიხედვით, დაწყებული მათი მოვალეობებიდან დამთავრებული ჰოსპიტალის/კლინიკის სტანდარტებამდე, რომელიც მოთხოვნილია სერთიფიცირების ფარგლებში.
აგრო-კულტურული მეურნეობის მართვის სისტემა წარმოადგენს რქოსანი, ფრთოსანი, ჩლიქოსანი კულტურული ჯიშებისა და ყველა სახეობის თევზის სამრეწველო კომპლექსების კომპლექსური ადმინისტრირების პლატფორმას და იძლევა მიმდინარე საოპერაციო პროცესების ავტომატიზაციის, დაგეგმვისა და მონიტორინგის შესაძლებლობას
ლაზიკა კაპიტალის საიტი, სადაც ჩაშენებულია იდენტომატი და მომხმარებელს შეუძლია ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული სქემის მიხედვით დარეგისტრირდეს, გაიაროს ონლაინ იდენტიფიცირება და დაუმტკიცდეს სესხი.
საერთაშორისო კომპანია Transaction System-ის ქართული წარმომადგენლობისთვის დამზადებული პლატფორმაა, აღნიშნული პლატფორმა დაინტეგრირდა მათსავე პროგრამაზე, რომლის მეშვეობით კომპანიას საშუალება აქვს აკონტროლოს, აღრიცხოს, ავტომატურად გაწეროს კომპანიის პარტნიორ მერჩანტზე ან ჩამოწეროს პოს ტერმინალები, ასევე ავტომატურად ატვირთოს დავალებები სახელმწიფო პორტალზე(rs.ge).