პროგრამა Loan Expert წარმოადგენს ნებისმიერი ფინანსური დაწესებულების (მიკროსაფინანსო, ლომბარდი, საკრედიტო
კავშირი და ა.შ.) ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც შექმნილია პროგრამირების უახლესი ტექნოლოგიისა და ერთ-ერთი
მძლავრი მონაცემთა ბაზის გამოყენებით. პროგრამა თავსებადია ნებისმიერი ოპერაციული სისტემისა და
მოწყობილობისათვის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
სისტემა არის მოდულარული და შესაძლებელია ნებისმიერი მოდულის ცალკეულად დანერგვა.
Tსისტემა შედგება შემდეგი მოდულებისგან: კლიენტების მოდული, საკრედიტო მოდული, კონვერტაციის მოდული, ბუღალტრული მოდული,
სალაროს მართვის მოდული, ფულადი გზავნილები, ბიუჯეტირება, CRM, უზრუნველყოფების მართვის მოდული, ეროვნულის რეპორტინგი, IFRS
აღრიცხვა რეპორტინგი, ხელშეკრულებების მართვის მოდული, საკრედიტო კომიტეტი, Screening ის მოდული, KYC, AML მოდული.
რაც მთავარია სისტემის დანერგვასთან ერთად იღებთ კვალიფიციური თანამშრომლების კონსულტაციას და პროცესების საერთაშორისო
სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აწყობის შესაძლებლობას.
ჩვენმა კლიენტებმა კომპანია „სოფტგენი“ მრავალი მიზეზის გამო შეარჩიეს. მათ შორის ყველაზე მთავარი არის საიმედოობა, უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები, მუდმივი განახლებები და მხარდაჭერა.
ჩვენ ვმოქმედებთ სწრაფად და ეფექტურად საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ მძლავრ, მრავალფეროვან და დაცულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურების პაკეტები ანალოგიურ პროგრამებთან და სერვისებთან მიმართებაში გაცილებით იაფი და მომგებიანია.
თანამშრომლობის პერიოდში მყისიერი სატელეფონო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა.
ჩვენი პროგრამისტები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
ჩვენი აპლიკაციები და პროგრამები მაქსიმალურად მორგებულია მომხამრებელზე და მარტივია მისი გამოყენება.